05:30 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
თბილისი

სინოპტიკოსთა პროგნოზი: ამინდი უქმეებზე მთელ საქართველოში გაუარესდება

© Sputnik / Levan Avlabreli
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ამინდი საქართველოში–2018 (356)
206 0 0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შაბათსა და კვირას ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიკლებს

თბილისი, 8 თებერვალი  — Sputnik. სინოპტკოსები უქმეებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ — ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთიანეთში — თოვლი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შაბათს დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია პლუს 8-13 გრადუსი სითბო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა პლუს 4-9 გრადუსამდე დაეცემა. დაუბერავს 8-13 მ/წმ სიმძლავრის ქარი.

კვირასა და ორშაბათს შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დაბლობ ტერიტორიებზე პლუს 8-13 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს. ქარის სიმძლავრე ისეთივე დარჩება, როგორიც წინა დღეს.

თბილისში შაბათს შედარებით აცივდება, იქნება ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი.

დღისით ჰაერის ტემპერატურა პლუს 4-6 გრადუსამდე დაიწევს. მცირე ნალექია მოსალოდნელი კვირასა და ორშაბათსაც. ჰაერი 8-10 გრადუსამდე გათბება.



თემები:
ამინდი საქართველოში–2018 (356)

მთავარი თემები