04:12 24 თებერვალი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0162
  • 100 RUB4.0543
  • USD2.6598
შტორმი შავ ზღვაზე

ზღვის სანაპიროს შტორმი უახლოვდება

© Sputnik / Seyran Baroyan
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (125)
25510

ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.

„შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. აკრძალვა მოქმედებს 5 აგვისტოს 10:00 საათამდე“, — აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს მასშტაბით ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში 39 ადამიანი დაიღუპა. გადარჩენილებს რაც შეეხება, მაშველებმა 192 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ზღვაზე 145, მდინარეზე —11, ტბაზე კი — 36. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კურორტებზე დამსვენებლებს მოუწოდებს, დაიცვან წყალში უსაფრთხოების წესები და მაშველების რეკომენდაციები გაითვალისწინონ.


თემები:
უამინდობა საქართველოში (125)

მთავარი თემები