00:14 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
აბანოთუბანი

ამინდის პროგნოზი უქმეებზე - 14-15 ოქტომბერს

© Sputnik / Alexander Imedashvili
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
ამინდი საქართველოში (121)
98 0 0

ამინდი კვირას შეიცვლება - შედარებით აცივდება და იწვიმებს

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში შაბათს მზიანი ამინდი იქნება, ხოლო კვირას ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს

შაბათი, 14 ოქტომბერი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ქარი 9-14 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +5-10 გრადუსი, დღისით — +19-24. მაღალ მთაში ღამით მინუს 3 — პლუს 2, ხოლო დღისით — +10-15.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +4-9 გრადუსი, დღისით — +19-24. მაღალმთიანეთში ღამით მინუს 4 — პლუს 1 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — +5-10.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ქარი 9-14 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს. ღამით მოსალოდნელია +8, ხოლო დღისით +22 გრადუსი.

კვირა, 15 ოქტომბერი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში — თოვა. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, მაგრამ დროგამოშვებით 20-25 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +10-15 გრადუსი, დღისით — +12-17. მაღალ მთაში ღამით +1-6, ხოლო დღისით — +4-9.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +8-13 გრადუსი, დღისით — +14-19. მაღალმთიანეთში ღამით მინუს 3 — პლუს 2 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — +4-9.

თბილისში დღისით წვიმაა მოსალოდნელი. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს. ღამით მოსალოდნელია +11, ხოლო დღისით +17 გრადუსი.

 

თემები:
ამინდი საქართველოში (121)

მთავარი თემები