თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში შაბათს მზიანი ამინდი იქნება, ხოლო კვირას ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს
შაბათი, 14 ოქტომბერი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ქარი 9-14 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +5-10 გრადუსი, დღისით — +19-24. მაღალ მთაში ღამით მინუს 3 — პლუს 2, ხოლო დღისით — +10-15.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +4-9 გრადუსი, დღისით — +19-24. მაღალმთიანეთში ღამით მინუს 4 — პლუს 1 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — +5-10.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ქარი 9-14 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს. ღამით მოსალოდნელია +8, ხოლო დღისით +22 გრადუსი.
კვირა, 15 ოქტომბერი
დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში — თოვა. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, მაგრამ დროგამოშვებით 20-25 მეტრამდე გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +10-15 გრადუსი, დღისით — +12-17. მაღალ მთაში ღამით +1-6, ხოლო დღისით — +4-9.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +8-13 გრადუსი, დღისით — +14-19. მაღალმთიანეთში ღამით მინუს 3 — პლუს 2 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — +4-9.
თბილისში დღისით წვიმაა მოსალოდნელი. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს. ღამით მოსალოდნელია +11, ხოლო დღისით +17 გრადუსი.