ამინდი საქართველოში: ხანმოკლე წვიმა

© Flickr / Vadim Timoshkinწვიმიანი ამინდი
წვიმიანი ამინდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს, აღმოსავლეთში კი სეტყვას პროგნოზირებენ.

სამშაბათი, 9 მაისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვაც. ქარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია ღამით 10-15, ხოლო დღისით — 19-24 გრადუსი სითბო. მაღალმთიანეთში ღამით იქნება პლუს 1-6, ხოლო დღისით — პლუს 12-17 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 20-25. მაღალ მთაში ღამით იქნება პლუს 1-6, ხოლო დღისით ჰაერი 10-15 გრადუსამდე გათბება.

თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 12, ხოლო დღისით — 24 გრადუსი.

ოთხშაბათი, 12 მაისი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვაც. ქარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია ღამით 13-18, ხოლო დღისით — 23-28 გრადუსი სითბო. მაღალმთიანეთში ღამით იქნება პლუს 3-8, ხოლო დღისით — პლუს 16-21 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 24-29. მაღალ მთაში ღამით იქნება პლუს 1-6, ხოლო დღისით ჰაერი 14-19 გრადუსამდე გათბება.

თბილისში ღამე, ძირითადად, უნალექოდ ჩაივლის. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი დღის ბოლოს. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 12, ხოლო დღისით — 28 გრადუსი.

ყველა ახალი ამბავი
0