12:54 25 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
ზამთარი

ამინდი საქართველოში: სიცივე და უნალექო ამინდი

© Sputnik / Alexander Imedashvili
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
72 0 0

უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება - მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატურა მინუს 20 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს.

20 დეკემბერი, სამშაბათი

ღამით დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ, დღისით კი უმეტეს რაიონში თოვლის სახით ნალექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოშიც მცირე თოვლი და ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 3 პლუს 2, დღისით მინუს 2 პლუს 3 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 17-12 გრადუსი, დღისით კი მინუს 9-4.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 8-3 გრადუსი, ზოგან ტემპერატურა მინუს 14 გრადუსამდე შიძლება დაეცეს, დღისით მინუს 4 პლუს 1 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 18-13 გრადუსი, ზოგან მინუს 24 გრადუსი, დღისით კი მინუს 10-5 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. ღამით მინუს 6 გრადუსი იქნება, დღისით კი პლიუს 2 გრადუსი.

21 დეკემბერი, ოთხშბათი

ღამით დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი და ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ცვალებადი მოღრუბლულობა და სუსტი ქარი.

დასავლეთ საქართველოს  ბარში ღამით მინუს 3 პლუს 2, დღისით პლუს 3-8 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 13-8 გრადუსი, დღისით კი მინუს 2 პლუს 3.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 9-4 გრადუსი, დღისით 0 პლუს 5 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 20-15 გრადუსი, დღისით კი მინუს 8-3 გრადუსი.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. ღამით მინუს 5 გრადუსი იქნება, დღისით კი პლუს 4 გრადუსი.

მთავარი თემები