15:13 26 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
დიდთოვლობა საქართველოში

ვითარება გზებზე: შეზღუდულია მოძრაობა რუსეთისა და სომხეთის მიმართულებით

администрация Кобулети
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
42 0 0

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს გზებზე დიდთოვლობის გამო კვლავ პრობლემებია: ავტომაგისტრალებზე მოძრაობა შეზღუდულია, მათ შორის, რუსეთისა და სომხეთის მიმართულებით, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი საავტომობილო გზის 90-112 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დაშვებულია.

თოვის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტს მოძრაობა არ ეზღუდება.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ასევე შეზღუდვებია დაწესებული ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 87-106 კმ მონაკვეთებზე.

მთავარი თემები