ამინდი საქართველოში: სიცივე და ნალექი

© Sputnik / Alexander Imedashviliქალი წვიმიან ამინდში თბილისის ქუჩაში
ქალი წვიმიან ამინდში თბილისის ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმა და სიცივეა მოსალოდნელი.

13 დეკემბერი, სამშაბათი

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი მთებში თოვლის სახით. დაუბერავს 8-13 მ/წმ სიძლიერის ქარი.

დასავლეთ საქართველოში ღამით 3-8 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი პლუს 9-14. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 6-1 გრადუსი ნულს-ქვემოთ, ხოლო დღისით — -3+2 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა —3-დან +2 გრადუსამდე იმერყევებს, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსამდე გათბება.

მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 8-3 გრადუსი ნულს ქვემოთ, დღისით კი —3+2 გრადუსი.

თბილისში: მცირე წვიმა და ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ჰაერი პლუს 2 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით +10 გრადუსი იქნება.

14 დეკემბერი, ოთხშაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იწვიმებს, მთაში მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რეგილნებში ასევე მოთოვს. მაღალ მთაში მოსალოდნელია ქარბუქი. ქარი შესაძლოა გაძლიერდეს 17-22 მ/წმ-მდე.

დასავლეთ საქართველოს ბარში დღისითაც და ღამითაც თერმომეტრი 2-7 გრადუს ითბოს აჩვენებს. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 6-1 გრადუსი ნულს ქვემოთ, დღისით კი —5-0 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისითაც და ღამითაც პლუს 1-6 გრადუსამდე გათბება ჰაერი. მაღალ მთაში მოსალოდნელია 9-4 გრადუსი ყინვა, დღისით — 6-1 გრადუსი სიცივე.

თბილისში მოსალოდნელია წვიმა და ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარი 20-15 მ/წმ-მდე გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა დღისითაც და ღამითაც +5 გრადუსი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0