08:30 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
ვიდეოკლუბი
მოკლე ბმულის მიღება
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (894)
23630

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელმაც საზოგადოება ემოციებით აავსო, ვიდეოს უამრავი თბილი კომენტარი აქვს.

როგორც ვიდეოში ჩანს, სატვირთო, რომელიც ახალგამოჩეკილი წიწილებით იყო დატვირთული, გზაზე შეფერხდა, სავარაუდოდ, იქიდან ყუთები გადმოცვივდა, სადაც წიწილები ისხდნენ და ეს წიწილები გზაზე გაიფანტნენ.

და ამ დროს წიწილების დაჭერის „სპეცოპერაციაში“ სატვირთოს მძღოლთან ერთად პატრულის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.

„ყველაზე თბილი სპეცოპერაცია“, „ცრემლებს ვერ ვიკავებ ძალიან ემოციური მამაკაცი ვარ“, „რაღაცნაირად მესაყვარლა როგორ დასდევენ წიწილებს“, „საბედნიეროდ ბევრი საუკეთესო პოლიციელი გვყავს“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში.

თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (894)

მთავარი თემები