„ყველაზე თბილი სპეცოპერაცია“ – პატრულის თანამშრომლები წიწილებს იჭერენ – ემოციური ვიდეო

© Photo: The policeman is a hero / FBპატრული წიწილებს იცავს
პატრული წიწილებს იცავს - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელმაც საზოგადოება ემოციებით აავსო, ვიდეოს უამრავი თბილი კომენტარი აქვს.
როგორც ვიდეოში ჩანს, სატვირთო, რომელიც ახალგამოჩეკილი წიწილებით იყო დატვირთული, გზაზე შეფერხდა, სავარაუდოდ, იქიდან ყუთები გადმოცვივდა, სადაც წიწილები ისხდნენ და ეს წიწილები გზაზე გაიფანტნენ.
და ამ დროს წიწილების დაჭერის „სპეცოპერაციაში“ სატვირთოს მძღოლთან ერთად პატრულის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.
„ყველაზე თბილი სპეცოპერაცია“, „ცრემლებს ვერ ვიკავებ ძალიან ემოციური მამაკაცი ვარ“, „რაღაცნაირად მესაყვარლა როგორ დასდევენ წიწილებს“, „საბედნიეროდ ბევრი საუკეთესო პოლიციელი გვყავს“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში.
ყველა ახალი ამბავი
0