https://sputnik-georgia.com/20200227/NASAS-astronavts-dzagli-daxvda-247835700.html
ასე შეხვდა ერთი წლის შემდეგ ძაღლი დედამიწაზე დაბრუნებულ NASA-ს ასტრონავტს – ვიდეო
ასე შეხვდა ერთი წლის შემდეგ ძაღლი დედამიწაზე დაბრუნებულ NASA-ს ასტრონავტს – ვიდეო
Sputnik საქართველო
დედამიწაზე ახლახან დაბრუნებულმა NASA-ს ასტრონავტმა კრისტინა კოხმა საკუთარ ძაღლთან შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა. შინაურ ცხოველს, რომელსაც სახელად სედი ლუ ჰქვია... 27.02.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-02-27T17:49+0400
2020-02-27T17:49+0400
2020-02-27T20:10+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მულტიმედია, ვიდეოკლუბი, სახალისო და საინტერესო ვიდეოები
მულტიმედია, ვიდეოკლუბი, სახალისო და საინტერესო ვიდეოები
ასე შეხვდა ერთი წლის შემდეგ ძაღლი დედამიწაზე დაბრუნებულ NASA-ს ასტრონავტს – ვიდეო
17:49 27.02.2020 (განახლებულია: 20:10 27.02.2020) დედამიწაზე ახლახან დაბრუნებულმა NASA-ს ასტრონავტმა კრისტინა კოხმა საკუთარ ძაღლთან შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა. შინაურ ცხოველს, რომელსაც სახელად სედი ლუ ჰქვია, პატრონი თითქმის მთელი წლის განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი.
„არც კი ვიცი, რომელი ვიყავით უფრო აღტაცებული. მიხარია, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ ვახსოვარ“, – დაწერა ასტრონავტმა „ტვიტერზე“. კრისტინა კოხმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისია 2020 წლის 6 თებერვალს დაასრულა. მან უწონადობაში 328 დღე დაჰყო, რაც ქალ ასტრონავტებს შორის რეკორდული მაჩვენებელია. ამ პერიოდში კოხმა 200-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა ჩაატარა, რომლებიც NASA-ს მარსზე გრძელვადიანი ექსპედიციის დაგეგმვაში დაეხმარება. მისიის დროს ის ექვსჯერ იყო ღია კოსმოსში. მათ შორის ერთხელ თავის კოლეგა ჯესიკა მეირთან ერთად, რაც ქალი ასტრონავტების ღია კოსმოსში ერთად გასვლის პირველი შემთხვევაა. საერთო ჯამში კი ექსპედიციის დროს სადგურის გარეთ 42 საათზე მეტი გაატარა.