Not sure who was more excited. Glad she remembers me after a year! pic.twitter.com/sScVXHMHJn
— Christina H Koch (@Astro_Christina) February 13, 2020
„არც კი ვიცი, რომელი ვიყავით უფრო აღტაცებული. მიხარია, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ ვახსოვარ“, – დაწერა ასტრონავტმა „ტვიტერზე“. კრისტინა კოხმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისია 2020 წლის 6 თებერვალს დაასრულა. მან უწონადობაში 328 დღე დაჰყო, რაც ქალ ასტრონავტებს შორის რეკორდული მაჩვენებელია. ამ პერიოდში კოხმა 200-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა ჩაატარა, რომლებიც NASA-ს მარსზე გრძელვადიანი ექსპედიციის დაგეგმვაში დაეხმარება. მისიის დროს ის ექვსჯერ იყო ღია კოსმოსში. მათ შორის ერთხელ თავის კოლეგა ჯესიკა მეირთან ერთად, რაც ქალი ასტრონავტების ღია კოსმოსში ერთად გასვლის პირველი შემთხვევაა. საერთო ჯამში კი ექსპედიციის დროს სადგურის გარეთ 42 საათზე მეტი გაატარა.