61-ე სკოლის ჰიმნი „დოჩი ალიშბაიას“ მონაწილეობით – სახალისო ვიდეო

© photo: George Lasar / Youtube61-ე სკოლის ჰიმნი
61-ე სკოლის ჰიმნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელებში 61-ე საჯარო სკოლის ჰიმნი პოპულარული გახდა.

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგანია 61-ე სკოლის მოსწავლეების ჰიმნი. კლიპის აღწერაში წერია, რომ ვიდეორგოლი შარჟია და ის სერიოზულად არ უნდა მიიღოთ.

ვიდეოში სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილე მსახიობი ნანუკა გულუაც მონაწილეობს, რომელიც სერიალში დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებს. 

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში 51-ე სკოლის კლიპი გახდა განხილვის საგანი, თუმცა კლიპმა ბევრი უსიამოვნო სიტუაცია გამოიწვია. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ კლიპს უკავშირდებოდა ჩხუბი 51-ე სკოლასთან მოსწავლეებს შორის, თუმცა ფაქტს შსს უარყოფს.

ადამიანები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
51-ე სკოლის დირექტორი სკოლის ტერიტორიაზე ჩხუბის დაწყებას უარყოფს

საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდა YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის თავდაპირველი ვერსია, სადაც მოსწავლეებთან ერთად ერთ-ერთი პედაგოგიც რეპავს.

როგორც მოგვიანებით აღინიშნა, ამ პედაგოგმა არ იცოდა, რომ მისი კადრი კლიპში მოხვდებოდა, ამიტომ 19 მაისს YouTube-ზე კლიპის ახალი ვერსია დაიდო, რომელშიც პედაგოგი აღარ ფიგურირებს. 

ყველა ახალი ამბავი
0