10:01 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ვიდეო

ჩინეთში სასტუმროს ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
51 0 0

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ნანგრევებიდან 14 ადამიანი ამოიყვანეს, ერთ-ერთი მათგანი – ყოველგვარი ტრავმის გარეშე.

ქალაქ სუჩჟოუში 12 ივლისს სასტუმრო ჩამოინგრა. რვა ადამიანი დაიღუპა, ცხრა ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

„სამშაბათს, დილის 7 საათისთვის ნანგრევებიდან 14 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, ერთ-ერთ მათგანს არავითარი ტრავმა არ აღენიშნება, ხუთი სტაბილურ მდგომარეობაშია, დაღუპულია რვა ადამიანი“, – ნათქვამია ქალაქის მთავრობის განცხადებაში.

გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. შენობის დანგრევის შედეგად ნანგრევებში სულ 23 ადამიანი მოჰყვა.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები