00:50 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
ვიდეო

გულწრფელი ჟესტი: პატარა პრინცის რეაქციამ გოლზე იუზერები აღაფრთოვანა — ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
158 0 0

ბრიტანეთის პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის ვაჟის, პრინც ჯორჯის გულწრფელმა და ემოციურმა რეაქციამ იტალია–ინგლისის საფეხბურთო მატჩზე სოციალური ქსელების იუზერები მოხიბლა.

შვიდი წლის ჯორჯი მშობლებთან ერთად ესწრებოდა მატჩს და მათთან ერთად დაძაბული ადევნებდა თვალს ევრო-2020-ის ფინალს.

როდესაც მატჩის მეორე წუთზე ბრიტანელმა ფეხბურთელმა ლიუკ შოუმ მეტოქის კარში გოლი გაიტანა, ვერც უილიამმა და ვერც ჯორჯმა აღტაცება ვერ დაფარეს. თუმცა იუზერების ყურადღება უფრო პატარა პრინცის რეაქციამ მიიქცია და არა კემბრიჯის ჰერცოგისამ, რომელიც „ჩვეულებრივი მოკვდავივით“ ხტოდა ტრიბუნაზე.

ჯორჯის რეაქცია მყის იქცა გულშემატკივრების მსჯელობის საგნად და მემად.

როგორც მაშინ ერთ-ერთმა იუზერმა დაწერა: „ახლა მთელი ინგლისი ჯორჯია“.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები