ქვების სეტყვა ჟურნალისტებისა და აქციის თავზე პარლამენტთან - ვიდეო

გამოწერა
აგრესიულად განწყობილმა ტრადიციული ფასეულობების დამცველებმა პარლამენტის შენობასთან პოლიციის კორდონებსა და ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს. რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ
ამ დროისათვის პარლამენტის წინ ტერიტორია უკვე დაიკავეს ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც თავს ტრადიციული ფასეულობების დამცველებს უწოდებენ - მათ ფლაგშტოკიდან ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა და დაწვეს.
ამ მომენტისათვის შსს-მ მდუმარე აქციის მონაწილეების ევაკუაცია მოასწრო და ღია შეტაკება აღკვეთა.
პარლამენტის შენობასთან ახლა 2 ათასამდე ადამიანი იმყოფება. მათ ევროკავშირის დროშის ნაცვლად საქართველოს დროშა და ჯვარი აღმართეს.
პოლიციამ ჟურნალისტებს მიმართა თხოვნით, დაეტოვებინათ სპეცოპერაციის ტერიტორია. რუსთაველზე დარჩნენ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და კონტრ-აქციის მონაწილეები, რომლებიც დაშლაზე უარს ამბობენ.
წინასწარი მონაცემებით, პოლიციელებს შორის არიან დაშავებულები - მათ მოხვდათ ქვები და მეტალის ნატეხები.
ძალადობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილზე მიკროავტობუსებით გადაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0