16:33 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ვიდეო

აქცია ტარიფების ზრდის წინააღმდეგ: თბილისში გაზსა და შუქზე ფასები გააპროტესტეს

მოკლე ბმულის მიღება
17 0 0
© video: Sputnik . Alex Shlamov

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა ბუნებრივ აირზე გადასახადის მატების წინააღმდეგ.

კომისიის ოფისთან შეკრებილ ათამდე აქტივისტს ეჭირა პლაკატები წარწერებით: „კმარა ხალხის ძარცვა!“, „ხალხი და სახელმწიფო ვალებში იხრჩობა, მთავრობა და პარლამენტი — ფულში!“

აქტივისტთა უკმაყოფილების მიზეზი ის გახდა, რომ კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ 1 ივნისიდან გაზზე ტარიფი გაზარდა. თბილისელები ერთ კუბომეტრ ბუნებრივ აირზე ამიერიდან 53,972 თეთრს გადაიხდიან ნაცვლად 46,138 თეთრისა.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, მასზე ტარიფი ბოლოს 1 იანვარს გაიზარდა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსახლეობისთვის ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრით გაიზარდა და საშუალო 26,537 თეთრი შეადგინა ელექტროენერგიის დანახარჯის შესაბამისად.

თეგი:
თბილისი, საქართველო

მეტი ვიდეო

მთავარი თემები