კომისიის ოფისთან შეკრებილ ათამდე აქტივისტს ეჭირა პლაკატები წარწერებით: „კმარა ხალხის ძარცვა!“, „ხალხი და სახელმწიფო ვალებში იხრჩობა, მთავრობა და პარლამენტი — ფულში!“
აქტივისტთა უკმაყოფილების მიზეზი ის გახდა, რომ კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ 1 ივნისიდან გაზზე ტარიფი გაზარდა. თბილისელები ერთ კუბომეტრ ბუნებრივ აირზე ამიერიდან 53,972 თეთრს გადაიხდიან ნაცვლად 46,138 თეთრისა.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, მასზე ტარიფი ბოლოს 1 იანვარს გაიზარდა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსახლეობისთვის ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრით გაიზარდა და საშუალო 26,537 თეთრი შეადგინა ელექტროენერგიის დანახარჯის შესაბამისად.