14:58 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
ვიდეო

ბორჯომში ცხრადღიანი პროტესტი დასრულდა – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

ქარხნის თანამშრომლებსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის შეთანხმება შედგა. გაფიცულთა მოთხოვნები ხელფასების მომატებაზე დაკმაყოფილდა.

კონკრეტული პოზიციების მიხედვით დასაქმებულთა ანაზღაურება გათანაბრდება და შემდეგ გაიზრდება 30%-ით. კომპანია პირობას დებს, რომ შეისწავლის საწარმოში დასაქმებულების მიერ გამოთქმულ პრობლემურ საკითხებს. ასევე პროფკავშირების მონაწილეობით დაიწყება მუშაობა კოლექტიურ ხელშეკრულებებზე.

შეთანხმებით კმაყოფილი არიან ბორჯომის პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების გაფიცული თანამშრომლები. ისინი პროტესტს წყვეტენ. მათი განცხადებით, მოლაპარაკების პროცესმა კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა და მხარეებმა შეძლეს კომპრომისული შეთანხმება. საწარმოო პროცესი ქარხნებში ხვალიდან განახლდება.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები