05:46 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ვიდეო

ყველაფერი გამარჯვებისთვის: როგორ გაგზავნა აჭარის მკვიდრმა მთელი ფული ფრონტზე

მოკლე ბმულის მიღება
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021 (35)
24120
© Sputnik / Seyran Baroyan

მთიანი აჭარის მკვიდრმა „Sputnik-საქართველოს“ ქედაში მეორე მსოფლიო ომის გმირთა უჩვეულო ძეგლის ისტორია უამბო. იხილეთ აჭარელი მამაკაცის ამბავი, რომელმაც მთელი დანაზოგი ომის წლებში ფრონტზე გაზავნა

40-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ფაშისტური გერმანიის ძალები ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ფრონტს უტევდა, აჭარის მკვიდრმა ჯალილ ბერიძემ მთელი თავისი დანაზოგი ფრონტზე გაგზავნა.

მან დახმარების თხოვნით ნათესავებსაც მიმართა, რომლებმაც თანხის ნახევარი მოაგროვეს. ჯამში მათ 50 ათასი მანეთის შეგროვება მოახერხეს, მთელი ეს თანხა ბერიძემ სატანკო ქვედანაყოფს ახალი ტექნიკის შესაძენად გადაურიცხა. 

ამ მოვლენის პატივსაცემად 80-იან წლებში ქედაში დაიდგა ძეგლი — თვითმავალი საარტილერიო დანადგარი პოსტამენტზე მემორიალური დაფით.

ეს ისტორია „Sputnik-საქართველოს“ ჯალალის ვაჟმა — ილია ბერიძემ უამბო.

თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021 (35)

თემაზე

ქურციკების ძებნაში აღმოჩენილი „ქართული აფრიკა“ ვაშლოვანში
ვენის ზოოპარკში ამურული ლეოპარდის ბოკვერები დაიბადნენ
დაანებე თავი მოწევას: როგორ მიიღეს ახალი კანონი თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: რეპორტიორობიდან მებაღეობამდე

მეტი ვიდეო

მთავარი თემები