ქალს თვალები აუხვიეს და... როგორ იცნო დედამ ორი წლის უნახავი შვილი

გამოწერა
ამ კადრების ყურება ცრემლისა და უმძაფრესი ემოციების გარეშე შეუძლებელია. ყველაზე სასტიკი გულიც კი მოლბება იმის დანახვაზე, როგორ უცნაურად ილურსება თვალებახვეული დედა, როცა ორი წლის უნახავ შვილს მხრებზე ხელებს ალაგებს, მერე უცბად იხსნის სახვევს და…

აშშ-ის შტატ ინდიანაში მცხოვრები რაიანი ჯარში წავიდა, გერმანიაში, და მთელი ორი წელი არ ენახა ოჯახი. ყველას ენატრებოდა, განსაკუთრებით, რაღა თქმა უნდა, დედას.

შინ დაბრუნების დრო რომ დადგა, რაიანმა და მისმა დებმა გადაწყვიტეს დედისთვის სიურპრიზი მოეწყოთ. ქალს ერთგვარი თამაში შესთავაზეს: ეზოში დადგმულ სავარძელში ჩასვეს, თვალები აუხვიეს და დაავალეს, ასე თვალახვეულს, ხელის შეხებით გამოეცნო მის წინ მდგომი ადამიანის ვინაობა.

ოჯახის რამდენიმე წევრის ამოცნობის შემდეგ დედის წინ რაიანმა ჩაიმუხლა…

 

ყველა ახალი ამბავი
0