აშშ-ის შტატ ინდიანაში მცხოვრები რაიანი ჯარში წავიდა, გერმანიაში, და მთელი ორი წელი არ ენახა ოჯახი. ყველას ენატრებოდა, განსაკუთრებით, რაღა თქმა უნდა, დედას.
შინ დაბრუნების დრო რომ დადგა, რაიანმა და მისმა დებმა გადაწყვიტეს დედისთვის სიურპრიზი მოეწყოთ. ქალს ერთგვარი თამაში შესთავაზეს: ეზოში დადგმულ სავარძელში ჩასვეს, თვალები აუხვიეს და დაავალეს, ასე თვალახვეულს, ხელის შეხებით გამოეცნო მის წინ მდგომი ადამიანის ვინაობა.
ოჯახის რამდენიმე წევრის ამოცნობის შემდეგ დედის წინ რაიანმა ჩაიმუხლა…