სიღარიბე ვირუსზე საშიშია: თბილისი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა

გამოწერა
თბილისში კოვიდ-შეზღუდვების გამო პროტესტის ტალღამ იფეთქა. განსაკუთრებით მკაცრი აკრძალვები მოქმედებს დიდ ქალაქებში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, რას მოითხოვენ მომიტინგეები.

საპროტესტო ტალღა 22 იანვარს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება, თუმცა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აკრძალვები 1 მარტამდე შენარჩუნდება. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დიდი ქალაქების მკვიდრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაა. 

საპროტესტო აქცია შეზღუდვების წინააღმდეგ კანცელარიასთან - Sputnik საქართველო
ხმაურიანი კვირა: თბილისში აკრძალვები გააპროტესტეს – ფოტო

თბილისში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები მოქმედი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. თუმცა, როგორც მთავრობაში აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადახედავს, თუ დადებითობის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა და 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ მომენტისათვის ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.

ამავდროულად საპროტესტო აქციების მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0