14:13 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
ვიდეო

პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგაში - ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
45 0 0

გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზეა წარდგენილი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

ამ ფაქტს ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. „კიდევ ერთხელ ვივსები იმედით, რომ ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე, ქართველი ჯარისკაცის, ჩვენი დევნილების, ანწუხელიძის, სოფრომაძისა და სხვების სიმართლე, რომელსაც აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა, ქართველების დევნა, წამება და მკვლელობა ჰქვია,“ – ამ სიტყვებით ეხმაურება თეა წულუკიანი გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას. 

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ამაყია, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ამ ფაქტს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს აღიარებად აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე.

გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები