ქაოსი თუ სამოთხე: როგორ შეაფასეს თბილისელებმა განახლებული ჭავჭავაძე – ვიდეო

გამოწერა
გარემონტებული ჭავჭავაძის გამზირი ბოლო კვირაში თითქმის ყველაზე აქტუალურ თემად იქცა თბილისელებისთვის. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ და რატომ გაიყო ქალაქის მოსახლეობის აზრი ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის გარემონტებასთან დაკავშირებით.

თბილისის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების გადაადგილების ახალმა სქემამ უკვე მოახერხა მოწინააღმდეგეთა მთელი არმიის შეკრება. 

ილია ჭავჭავაძის გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მართლაც განსხვავებულად გამოიყურება - Sputnik საქართველო
განახლებული ილია ჭავჭავაძის გამზირი თბილისის ცენტრში – ფოტო

რემონტის დროს საგრძნობლად გაფართოვდა საფეხმავლო ზონა და შემცირდა სავალი ნაწილი. ავტობუსების გაჩერებები გზის ცენტრში განათავსეს.

მოძრაობის ახალი სქემის თანახმად, ავტობუსები მათთვის გამოყოფილ რევერსულ ზოლებში გადაადგილდებიან.

მოძრაობის ახალმა სქემამ მომენტალურად გამოიწვია ავტომობილისტების უკმაყოფილება. გამზირის გახსნის პირველ დღეს თბილისი „გაჩერდა“ – გაჩნდა უზარმაზარი „საცობები“. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის ჭავჭავაძეზე სიტუაცია გაუმჯობესებულია.

რაც შეეხება ქვეითებს, ისინი კმაყოფილი არიან, მათთვის საკმაოდ გაადვილდა და კომფორტული გახდა გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც და ფეხითაც, რადგან გამზირზე უამრავი შუქნიშანი დამონტაჟდა.

ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო. ქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებამ არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ – მეტროსა და ავტობუსების და უარი თქვას კერძო ტრანსპორტზე.

ყველა ახალი ამბავი
0