განახლებული ილია ჭავჭავაძის გამზირი თბილისის ცენტრში – ფოტო
განახლებული ილია ჭავჭავაძის გამზირი თბილისის ცენტრში – ფოტო
Sputnik საქართველო
ილია ჭავჭავაძის გამზირზე ჩატარებული მასშტაბური რეაბილიტაციის შემდეგ ვაკე საგრძნობლად შეიცვალა. თუმცა ავტობუსების ახალმა ზოლებმა, რომლებიც ქუჩის ცენტრში... 05.08.2020-ს, Sputnik საქართველო
ილია ჭავჭავაძის გამზირზე ჩატარებული მასშტაბური რეაბილიტაციის შემდეგ ვაკე საგრძნობლად შეიცვალა. თუმცა ავტობუსების ახალმა ზოლებმა, რომლებიც ქუჩის ცენტრში განთავსდა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლების კრიტიკა დაიმსახურა.
გამზირის რემონტის დროს გაფართოვდა ქვეითად მოსიარულეთა ზონა და შემცირდა ტრანსპორტის სავალი ნაწილი. გამზირზე ასევე მოეწყო ორბორბლიანი ტრანსპორტის ბილიკები ორივე მხარეს. ავტობუსების გადაადგილების ზოლები და გაჩერებები მერიამ ქუჩის ცენტრალურ ნაწილში განათავსა, ასევე დამონტაჟდა ბევრი შუქნიშანი, რათა ქვეითებმა კომფორტულად გადაკვეთონ გზის სავალი ნაწილი.
ქალაქის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გზის შუა ნაწილში გაშვებით და გაჩერებების იქვე განთავსებით, მერიამ მნიშვნელოვნად შეამცირა დანარჩენი ტრანსპორტისათვის განკუთვნილი გზა
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ შეფერხების გარეშე გადაადგილდება - სოცქსელებში წერენ, რომ თავისუფლების მოედნიდან ვაკის პარკემდე მისვლა ათ წუთშია შესაძლებელი
თბილისის მერია არ მალავს, რომ ამ ცვლილებების მიზანია, საზოგადოება პირადი ავტომობილებით სიარულს გადაეჩვიონ და ხშირად ისარგებლონ კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით