19:21 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
ვიდეო

კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში: ადამიანები ახალ რეალობას ეგუებიან – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
69 0 0
© Sputnik / STRINGER

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინის დაწესების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები წესრიგს უზრუნველყოფენ. რა ხდება იქ დღეს – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

იმის გამო, რომ მაშინვე ვერ მოხერხდა 62 წლის მარნეულის მკვიდრი ქალის დაინფიცირების წყაროს გარკვევა, საქართველოს მთავრობამ დაჩქარებულ ვადებში გადაწყვიტა მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესება. ბოლო მონაცემებით, მარნეულში 130 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ბოლნისში – 78 ათასი. 

სამხედროები ამ დროისათვის არა მხოლოდ წესრიგს უზრუნველყოფენ, არამედ ადგილობრივებს ტერიტორიაზე განთავსებული ბლოკ-პოსტების გადაკვეთაშიც ეხმარებიან. ტრანსპორტს, რომელიც „რისკის რაიონებში“ მიემართება, დეზინფექცია უტარდება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ხელისუფლების დროული მოქმედების წყალობით მარნეულში კორონავირუსის აფეთქების აღკვეთა მოხერხდა. 

საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდის stopcov.ge მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81-ს მიაღწია. განიკურნა 13 ადამიანი. კარანტინში ამ დროისათვის იმყოფება 4 505, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 247 ადამიანი რჩება.

პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 18 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში საზღვრები დაკეტა უცხოელებისთვის, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები