კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში: ადამიანები ახალ რეალობას ეგუებიან – ვიდეო

გამოწერა
მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინის დაწესების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები წესრიგს უზრუნველყოფენ. რა ხდება იქ დღეს – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

იმის გამო, რომ მაშინვე ვერ მოხერხდა 62 წლის მარნეულის მკვიდრი ქალის დაინფიცირების წყაროს გარკვევა, საქართველოს მთავრობამ დაჩქარებულ ვადებში გადაწყვიტა მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესება. ბოლო მონაცემებით, მარნეულში 130 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ბოლნისში – 78 ათასი. 

სამხედროები არა მხოლოდ უზრუნველყოფენ წესრიგს მარნეულსა და ბოლნისში, არამედ მოსახლეობას ბლოკპოსტების გადაკვეთაშიც ეხმარებიან - Sputnik საქართველო
არმია კორონავირუსის წინააღმდეგ: როგორ უზრუნველყოფენ წესრიგს მარნეულში სამხედროები

სამხედროები ამ დროისათვის არა მხოლოდ წესრიგს უზრუნველყოფენ, არამედ ადგილობრივებს ტერიტორიაზე განთავსებული ბლოკ-პოსტების გადაკვეთაშიც ეხმარებიან. ტრანსპორტს, რომელიც „რისკის რაიონებში“ მიემართება, დეზინფექცია უტარდება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ხელისუფლების დროული მოქმედების წყალობით მარნეულში კორონავირუსის აფეთქების აღკვეთა მოხერხდა. 

„არავითარი პანიკა არ არის!“: ქართული სოფლის მოსახლეობას კორონავირუსის არ ეშინია - ვიდეო - Sputnik საქართველო
„არავითარი პანიკა არ არის!“ – ქართული სოფლის მოსახლეობას კორონავირუსის არ ეშინია – ვიდეო

საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდის stopcov.ge მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81-ს მიაღწია. განიკურნა 13 ადამიანი. კარანტინში ამ დროისათვის იმყოფება 4 505, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 247 ადამიანი რჩება.

პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 18 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში საზღვრები დაკეტა უცხოელებისთვის, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

 

ყველა ახალი ამბავი
0