ნამონასტრეველ 6 წლის ნიკუშას პოლიციის მაღალჩინოსანმა ახალი წელი მიულოცა

გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი ქედის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ნამონასტრევს განსაკუთრებული მისიით ესტუმრა. 

მან თავის ვაჟთან, ნიკოლოზთან ერთად ახალი წელი მიულოცა 6 წლის ნიკუშა თურმანიძეს - სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის ერთადერთ მოსწავლეს.

როგორც გაირკვა, ნიკუშა პოლიციელობაზე ოცნებობს და ამიტომ კონსტანტინე ანანიაშვილმა მას, სხვა საჩუქრებთან ერთად, პოლიციელის ფორმა გადასცა. და კიდევ მეტიც, პოლიციის ავტომანქანითაც კი ასეირნა. 

ყველა ახალი ამბავი
0