მან თავის ვაჟთან, ნიკოლოზთან ერთად ახალი წელი მიულოცა 6 წლის ნიკუშა თურმანიძეს - სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის ერთადერთ მოსწავლეს.
როგორც გაირკვა, ნიკუშა პოლიციელობაზე ოცნებობს და ამიტომ კონსტანტინე ანანიაშვილმა მას, სხვა საჩუქრებთან ერთად, პოლიციელის ფორმა გადასცა. და კიდევ მეტიც, პოლიციის ავტომანქანითაც კი ასეირნა.