„ელიავას ბირჟა“: ბრძოლა პურის ფულისთვის და ინდოელი „კონკურენტი“

გამოწერა
თბილისისთვის „ელიავას ბირჟა“ ჩვეული სურათია, ის აღარავის უკვირს. თუმცა „Sputnik–საქართველოს“ გადამღები ჯგუფის გაოცება მაინც მოხერხდა, ამის მიზეზი „ელიავას მუშა“ – ინდოელი კუმარია

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა — უმუშევრობაა. მოსახლეობა მას ისე უმკლავდება, როგორც შეუძლია. ამის ერთ-ერთი მაგალითია თბილისის ცენტრში, ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარედ ჩამოყალიბებული „შრომის ბირჟა“.

სწორედ აქ იყრიან თავს ძირითადად საქართველოს სოფლებიდან თუ რაიონებიდან ჩამოსული უმუშევარი მამაკაცები, რათა რაიმე საქმე იშოვონ – იქნება ეს რემონტი, აშენება, დანგრევა, ტვირთის გადაზიდვა თუ სხვა. სწორედ ამ საქმეში აღებული ფულით უნდა გამოკვებონ ოჯახები.

სამუშაოს მოლოდინში ისინი პირდაპირ გზის პირზე სხედან და კლიენტს ელოდებიან. ეს ჩვეული სურათია. თბილისში ის აღარავის უკვირს. თუმცა „Sputnik–საქართველოს“ გადამღები ჯგუფის გაოცება მაინც მოხერხდა, ამის მიზეზი „ელიავას მუშა“ — ინდოელი კუმარია.

კუმარი შვიდი წლის წინ ჩამოსულა საქართველოში ბიზნესის დასაწყებად, მაგრამ ხელი მოცარვია და ელიავას ბირჟისთვის მიუკითხავს. მერე კიდეც გაქრისტიანებულა და ეკლესიურ სახელად თომა დაურქმევიათ. სიხარულით ამბობს, თომა ვარ, ქართველი თომაო. ქართულად ლაპარაკიც იქვე, ელიავაზე ასწავლეს მასავით სამუშაოს მომლოდინე აქაურმა მეგობრებმა. აბა, კლიენტის მოლოდინში დროს მარტო ბანქოს თამაშს ხომ არ შეალევდნენ?..

ყველა ახალი ამბავი
0