16:41 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ვიდეო

ცნობილ ფეხბურთელს 24 მლნ რუბლად ღირებული საათები დაუბრუნეს

მოკლე ბმულის მიღება
72 0 0

წარმოშობით ბრაზილიელ ფეხბურთელ არის, რომელიც კრასნოდარის საფეხბურთო კლუბში თამაშობს, პოლიციამ 24 მლნ რუბლად (დაახლოებით 353 ათასი აშშ დოლარი) ღირებული დაკარგული საათები დაუბრუნა. შესაბამის კადრებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავე, რომელიც უკვე დაკავებულია, ფეხბურთელის სახლში ფანჯრიდან გადავიდა და 12 ცალი მაჯის საათი მოიპარა, რომელთაგან რამდენიმეს გაყიდვა მოასწრო, რამდენიმე კი საკუთარი საცხოვრებლის ახლოს მდებარე მიტოვებულ სარდაფში ჰქონდა დამალული.

ბრაზილიელი თავდამსხმელი მანამდე მოსკოვის „სპარტაკსა“ და „ლოკომოტივში“ თამაშობდა. 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები