17:35 15 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ვიდეო

ხანძარი მოსკოვის ცენტრში: შობის დედათა მონასტერში ცეცხლი გაჩნდა

მოკლე ბმულის მიღება
109 0 0

მოსკოვის ცენტრში მდებარე შობის დედათა მონასტრის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ნახეთ ხანძრისა და მისი ქრობის ამსახველი ვიდეოკადრები.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი 400 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული. მის ჩაქრობაში 11 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 44 მეხანძრე მონაწილეობდა. ცეცხლის ლიკვიდირება ორი საათის შემდეგ მოხერხდა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შობის დედათა მონასტერი ერთ-ერთი უძველესია მოსკოვში, ის 1386 წელსაა დაარსებული. 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები