05:47 18 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
ვიდეო

 „მგზავრების“ კონცერტზე მოსკოვი ქართულად ამღერდა

მოკლე ბმულის მიღება
ეს უცნაური რუსეთი (66)
35 0 0

ქართულმა ჯგუფმა „მგზავრებმა“ 12 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში სრული ანშლაგით კონცერტი გამართა. ჯგუფმა ათასობით მსმენელი აამღერა. ამის ნახვა და მოსმენა ნამდვილად ღირს.

უნდა აღინიშნოს, რომ Adrenaline Stadium-ის დარბაზი, რომელიც შვიდი ათას ადამიანზეა გათვლილი, მთლიანად შეივსო ჯგუფის თაყვანისმცემლებით.

 „მგზავრების“ სოლისტი თითქმის ყველა კომპოზიციას მაყურებელთან ერთად ასრულებდა.

ჯგუფი „მგზავრები“ ქართული მუსიკის თაყვანისმცემლებისთვის რუსეთის ქალაქებში ტურნეს მართავს. მუსიკოსები უკვე იმყოფებოდნენ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. იგეგმება კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩასვლა და კონცერტის გამართვა.

ჯგუფი „მგზავრები“ ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს ჩამოაყალიბა. 2008 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი „მე მოვიგონე“, რომელმაც საქართველოში დიდი პოპულარობა დაიმსახურა.

მუსიკოსებს შესრულების ინდივიდუალური სტილი გამოარჩევს. „მგზავრების“ შემოქმედებაში ფოლკლორი, მრავალხმიანობა, იმპროვიზაცია, თანამედროვე და კლასიკური ელემენტები ერთიმეორეს ბუნებრივად ერწყმის. 2016 წლის თებერვალში ჯგუფი გახდა მფლობელი რუსული პრემიისა „Чартова Дюжина“ ნომინაციაში „Взлом“.

„მგზავრები“ აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთის, უკრაინის და, რასაკვირველია, მშობლიური საქართველოს ქალაქებში.

თემები:
ეს უცნაური რუსეთი (66)

მეტი ვიდეო

მთავარი თემები