ობამამ განმარტა გუანტანამოს ციხე თუ რამდენად აყენებს ზიანს ტერორიზმთან ბრძოლას

გამოწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუანტანამოს სამხედრო ტყვეთა საპყრობილის დაკეტვასთან დაკავშირებით ახალი წინადადებები წამოაყენა. მისი სიტყვებით, გუანტანამოს ციხის არსებობა ხელს უშლის აშშ-ის სხვა ქვეყნებთან პარტნიორობას და ეწინააღმდეგება ქვეყნის ღირებულებებსა და ამოცანებს.

ობამამ კონგრესს ციხის დაკეტვისა და დაახლოებით 35 ნაკლებად საშიში მსჯავრდებულის მესამე ქვეყნებში, ხოლო დანარჩენების აშშ-ის ტერიტორიაზე დატოვების მოთხოვნით მიმართა. გუანტანამოს ციხეში სულ 91 პატიმარია. აშშ-ის პრეზიდეტის სიტყვებით, გუანტანამო პრობლემაა, რომელსაც მომავალ პრეზიდენტს არ დაუტოვებს.

საპყრობილე - Sputnik საქართველო
ჩიტაძე: გუანტანამოს დაკეტვა აშშ–ის პრესტიჟს აამაღლებს

„მრავალი წლის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ გუანტანამოს ინტერესები ჩვენს ნაციონალურ უსაფრთხოებას არ ავითარებს“, — განაცხადა ობამამ.

მისი სიტყვებით, ამ მოსაზრებას იზიარებენ ექსპრტებიც: წელიწადში ციხის შენახვაზე 400 მლნ აშშ დოლარზე მეტი იხარჯება.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საპყრობილეების რაოდენობა, სადაც სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე  უცხოელებს ათავსებენ, ტერორისტების მხრიდან გამოიყენება როგორც არგუმენტი მოკავშირეების „დასავერბოვკებლად“.

„გუანტანამო სხვა ქვეყნებთან ჩვენს პარტნიორობას, რომლებთან ურთირთობაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანია,  ხელს უშლის. როდესაც მსოფლიო ლიდერებს ვესაუბრტბი, ისინი აღნიშნავენ რომ გუანტანამოს საკითხი დახურული არ არის“, — განაცხად ობამამ.

„მოდით გავაკეთოთ ის, რაც ამერიკას სჭირდება. მოდით დავხუროთ ეს თავი (ისტორიის)“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

გუანტანამოს ციხე 2002 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტებისა და ავღანეთში „ალ–ქაიდასა“ და თალიბების წინააღმდეგ ამერიკული ოპერაციის დაწყების შემდეგ დაარსდა. წლების განმავლობაში იქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ასობით ის მოქალაქე იხდიდა სასჯელს, რომელთაც ამერიკული სპეცსამსახურები ტერორიზმში ადანაშაულებდნენ. პატიმრების ნაწილი გაათავისუფლეს. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2009 წელს ციხის ლიკვიდირების ბრძანება გასცა, მაგრამ ბრძანება დღემდე არ შესრულებულა.

გუანტანამოს ციხეში მსჯავრდებულთა მაქსიმალური რაოდენობა 800 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგანაც დაახლოებით შვიდი პატიმრობის დროს გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0