რუსეთის წარმომადგენელი: თურქული მედიის სტატიები სუ–24–ის შესახებ გაოცებას იწვევს

გამოწერა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა თურქულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებზე, რომლებშიც ერთმანეთთან იყო შედარებული რუსული ბომბდამშენის სირიის ტერიტორიაზე ჩამოგდება  და საბჭოთა კავშირის მიერ სამხრეთ კორეული თვითმფრინავის მიმართ განხორციელებული ქმედებები.    

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 16 დეკემბერს ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ანკარის რიტორიკამ, რაც რუსული ბომბდამშენის ჩამოვარდნას მოჰყვა, რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი შეუძლებელი გახადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს მოუწოდა, ნუ შეადარებენ ერთმანეთს რუსული სუ–24–ის დაცხრილვასა და სსრკ–ის საჰაერო სივრცეში კორეული Boeing–ის ჩამოგდებას.

"რეალური გაოცება გამოიწვია მასალებმა, რომლებშიც თურქი ჟურნალისტები ამ სიტუაციას, ამ ტრაგედიას ადარებენ არანაკლებ ტრაგედიას, რომელიც რამდენიმე ათწლეულის წინ მოხდა, როდესაც სსრკ–ის ტერიტორიაზე სამხრეთ კორეული Boeing ჩამოაგდეს", – განაცხადა ზახაროვამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

ანკარა - Sputnik საქართველო
ანკარა Су-24–ის განადგურების გამო რუსეთისთვის ზიანის ანაზღაურებას არ აპირებს
 საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არანაკლებ გაოცებას იწვევს ამ მასალებში თურქი მაღალჩინოსნების კომენტარები, რომლებიც ასევე ადარებენ ამ ორ ინციდენტს.

"რა თქმა უნდა, ბევრი საერთოს პოვნა შეიძლება: ორივეგან თვითმფრინავი იყო, ორივეგან იყო ცა, ორივეგან დაიხოცა ხალხი, მაგრამ, თუ საუბარი გვაქვს ოფიციალურ მედიასა და ოფიციალურ პირებზე, უნდა გესმოდეთ, რაზე ლაპარაკობთ. ინტერნეტის ელემენტარული ცოდნა მოგცემთ იმის საშუალებას, რომ გაგეგოთ, რაოდენ სულელურია ამ ორი სიტუაციის შედარება", – აღნიშნა ზახაროვამ.

გარდა ამისა, ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია ინფორმაცია თურქეთის მიმართ შემზღუდავი ზომების გეგმების შესახებ. მან ასევე ისაუბრა ჩერნოგორიის ნატოში შესვლის თაობაზე რუსეთის პოზიციაზე.

ყველა ახალი ამბავი
0