ანკარა Су-24–ის განადგურების გამო რუსეთისთვის ზიანის ანაზღაურებას არ აპირებს

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მოთხოვნის შესრულება – ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო კომპენსაციის გადახდა – შეუძლებელია, აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და თან დასძენს, რომ რუსეთმა თურქეთს გარანტიები უნდა მისცეს, რომ მისი თვითმფრინავები ქვეყნის საჰაერო სივრცეს აღარ დაარღვევენ.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. თურქეთი არ აპირებს რუსული Су-24–ის განადგურების გამო რუსეთისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–მდივანმა ტანჟუ ბილგიჩმა ოთხშაბათს,16 დეკემბერს.

მანადე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსეი მეშკოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქულმა მხარემ რუსეთს თვითმფრინავის განადგურებისათვის ზარალი უნდა აუნაზღაუროს და გარდა ამისა, მომავალში თავი უნდა შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან.

„რუსეთის მოთხოვნის  შესრულება – ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო კომპენსაციის გადახდა – შეუძლებელია“, – ციტირებს ბილგიჩს ტელეარხი CNN Turk–ი. 

როგორც მან დასძინა, რუსეთმა თურქეთს გარანტიები უნდა მისცეს, რომ მომავალში მისი თვითმფრინავები ქვეყნის საჰაერო სივრცეს აღარ დაარღვევენ.

თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა F-16-მა რუსულ ბომბდამშენ Су-24–ზე იერიში მიიტანა და სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების ამ ქმედებას „ზურგში დარტყმა“ უწოდა.


ყველა ახალი ამბავი
0