ფილმი საქართველოში მცხოვრებ რუსებზე და რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე მალე გამოვა ეკრანებზე

გამოწერა
წინასწარი სახელწოდებით "რუსები და ქართველები" ფილმის გადაღებები, რომელიც ორი ქვეყნის ჩვეულებრივი მაცხოვრებლების საქმიანობის სფეროს შესახებ გვითხრობს, დამასრულებელ ფაზაში გადავიდა, ინფორმაციას ავრცელებს კინოფირის ერთ–ერთი რეჟისორი, ისტორიული მეცნიერების დოქტორი ევგენი კოჟოკინი.

"ეს ფილმი ჩვენი ღირსებისა და ჩვენი ნაკლოვანებების შესახებაა. საკუთარზე საუბარი მარტივია, თუმცა იქ საავტორო ტექსტი ცოტა იქნება. ისაუბრებენ გმირები", – განაცხადა კოჟოკინმა.

ფილმი დოკუმენტური ხასიათისაა. ქრონომეტრაჟი 52 წუთი იქნება. 

ევგენი კოჟოკინი - Sputnik საქართველო
დოკუმენტური ფილმის - „რუსები და ქართველები“ გადაღებები დასკვნით ფაზაში შევიდა

ფილმის შექმნის იდეა კოჟოკინს ერთ წელზე მეტი ხნის წინ გაუჩნდა. კონცეპტუალურად ფილმი ჰგავს წიგნს „კერძო ადამიანები“, რომელიც მოსკოვში 2008 წელს გამოიცა და რომელშიც ასევე კოჟოკინის ნარკვევები შევიდა უბრალო ადამიანებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ფილმის სცენარი სიმეტრიის პრინციპითაა აგებული. მაგალითად, ფილმში ნაჩვენები იქნება რუსული წარმოშობის დიზაინერი, რომელიც თბილისში მუშაობს და მისი ქართველი კოლეგა, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს. ამავე პრინციპით იქნება მოთხრობილი რუსი და ქართველი მხატვრებისა და მასწავლებლების ისტორიები. გადამღები ჯგუფი აპირებს რვა ასეთი გმირი გადაიღოს. 

ყველა ახალი ამბავი
0