13:26 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (334)
49 0 0

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, უცხოელი ტურისტებისთვის საქართველო ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყნად რჩება.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოში ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 294,2%-ით გაიზარდა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ივნისში საქართველოში 116,6 ათასი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, აქედან 104,6 ათასი ტურისტული იყო. ამასთან, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 286,8%-ით გაიზარდა.

2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ვიზიტების რაოდენობამ 446,1 ათასი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 66,4%-ით ნაკლებია.

როგორ შემოდიან ტურისტები საქართველოში

წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი თურქეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა. საქართველოში ყველაზე მეტი უცხოელი სახმელეთო და საჰაერო გზით შემოდის.

ივნისში ქვეყანაში ტურისტების ძირითადი ნაწილი საჰაერო გზით, ძირითადად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით შემოვიდა, აღნიშნულ აეროპორტებზე მოდის ტურისტების თითქმის ნახევარი.

მეორე ადგილზეა სახმელეთო გზა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე კი „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია.

რას აკეთებს საქართველო ტურიზმისთვის

კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც ამ დარგის აღდგენა ქვეყნის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია.

იმისთვის, რომ ეკონომიკა აღდგეს და ტურისტები ქვეყანაში დაბრუნდნენ, საქართველომ დაიწყო კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმება და საზღვრების გახსნა.

1 თებერვლიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 65%-ით აღდგა. 1 ივნისიდან კი საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (334)

მთავარი თემები