გერმანული ლოუკოსტერი დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისებს განახორციელებს

CC BY-SA 2.0 / Riik@mctr / Manchester Airportკომპანია Eurowings–ის თვითმფრინავი
კომპანია Eurowings–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
ავიაგადამზიდი რეისებს მარშრუტით დიუსელდორფი–თბილისი–დიუსელდორფი 4 ივლისიდან ყოველკვირეულად, ხოლო 21 ივლისიდან კვირაში ორჯერ შეასრულებს.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings ქართულ ბაზარზე ოპერირებას იწყებს, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ავიაგადამზიდი, რომელიც შედის კომპანიების ჯგუფში GmbH Lufthansa Group, 4 ივლისს დაიწყებს რეისების შესრულებას დიუსელდორფი–თბილისი–დიუსელდორფის მარშრუტით. ფრენები თავდაპირველად შესრულდება კვირაში ერთხელ, ხოლო 21 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბრამდე) – კვირაში ორჯერ (ოთხშაბათსა და კვირას).

 Oman Air - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
ავიაკომპანია Oman Air ქართულ ბაზარზე შემოდის

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო გადაზიდვების შესრულების ნებართვა ივნისის დასაწყისში მისცა.

რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ მიმდინარე წლის 1 თებერვალს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

ამჟამად უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოლახვა შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და/ან PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით.

ყველა ახალი ამბავი
0