აჭარაში სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა

© photo: Sputnikმაღალმთიანი აჭარა
მაღალმთიანი აჭარა - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
ქობულეთი–შუახევის დამაკავშირებელი, 2-3-დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წელს განახორციელა.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ქობულეთი–შუახევის დამაკავშირებელ სალაშქრო–სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა, ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, 15 კაცზე გათვლილი ტურისტული თავშესაფარი ზღვის დონიდან 2 ათას მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე მოეწყობა.

ბათუმი, იუსტიციის სახლის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
აჭარამ შესაძლოა ტურისტების მიღება დაიწყოს: დასახელდა პირობა

„შედეგად – აჭარაში ყველაზე გრძელი (88 კმ) საფეხმავლო მარშრუტის დალაშქვრის მსურველებს ღამისთევისა და დასვენების საშუალება ეკოსტანდარტებით მოწყობილ თავშესაფარში ზაფხულის ბოლოდან მიეცემათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტურისტული თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგიითა და წყლით, ასევე გათვალისწინებული იქნება მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცე, სველი წერტილი. კლიმატური პირობებისა და რელიეფის გათვალისწინებით დაპროექტებულ შენობაში ხის მაგიდებისა და  სკამების, კედელზე მიმაგრებული კარადებისა და ხის ორსართულიანი საწოლების განთავსება იგეგმება.

უწყების ცნობით, ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი.

აჭარის ტურისტული შესაძლებლობები ბერლინის ონლაინ გამოფენაზეა წარმოდგენილი>>

ახალი ტურისტული ბილიკის 50% კოლხური ტყით დაფარული ტერიტორია, დანარჩენი კი ალპური ზონაა, სადაც მოგზაურებს ათასწლოვანი უთხოვარის ეგზემპლარი ხეები, ჩანჩქერები და ველური ტბები ხვდება. 

ყველა ახალი ამბავი
0