06:45 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (291)
56 0 0

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა მნიშვნელოვანი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ტურიზმის მომავალს, ასე მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მონაწილეებს.

პანდემიის მიუხედავად საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომას უმასპინძლებს>>

საქართველო 15-17 სექტემბერს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ეს COVID-19-ის პანდემიის დროს მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.

სხდომის გახსნის ღონისძიებაში გაეროს გენერალური მდივანი ვიდეომიმართვით ჩაერთო და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

„მივესალმები მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს და საქართველოს მთავრობას. ტურიზმი არის ძალა მთელ მსოფლიოში, გვაძლევს ახალი კულტურების, ახალი ადამიანების, ახალი გამოცდილების აღმოსაჩენის საშუალებას“, – აღნიშნა ანტონიუ გუტერეშმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, სადაც ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად თბილისი შეარჩია, რითიც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა.

საქართველოში UNWTO-ს მაღალი რანგის შეხვედრის გამართვა ჯერ კიდევ პანდემიამდე გადაწყდა. თავდაპირველად ღონისძიება 2020 წლის ივნისში უნდა ჩატარებულიყო. ადგილზე არსებული ვითარების შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები ინსპექტირების მიზნით, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მზადყოფნას, ემასპინძლა მაღალი რანგის წარმომადგენლობითი შეხვედრისთვის. ინსპექტირებისას შეფასდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა, მაშინ პანდემიის გამო აღნიშნული ღონისძიების ჩატარების თარიღი გადაიდო. 

რა ელის მსოფლიო ტურიზმს კორონავირუსის პირობებში>>

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში გაირკვევა.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (291)

მთავარი თემები