პანდემიის მიუხედავად საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომას უმასპინძლებს

გამოწერა
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პანდემიის ფონზე მასშტაბური აკრძალვები დაწესდა, რამაც სფეროს სრული გაჩერება გამოიწვია. ახლა ტურიზმის საკითხები აქტუალურია ისე, როგორც არასდროს.

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში 15–17 სექტემბერს გაეროსთან არსებული მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს რიგით 112-ე სხდომა გაიმართება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

აღმასრულებელი საბჭო ტურისტული ინდუსტრიის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს.

ყველაზე უსაფრთხო ტურისტებისთვის: ქვეყნების რეიტინგი ფოტოებში – რომელ ადგილზეა საქართველო - Sputnik საქართველო
ყველაზე უსაფრთხო ტურისტებისთვის: ქვეყნების რეიტინგი ფოტოებში – რომელ ადგილზეა საქართველო

„შეიძლება ითქვას, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში გაირკვევა“, – ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. საბჭო ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.

მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობა 2017 წლიდან საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს უკავია.

ყველა ახალი ამბავი
0