სერვის Numbeo–ს ანალიტიკოსების მონაცემებით, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მიმდინარე წელს კატარი მიიჩნევა. ის ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში პირველ პოზიციაზეა 88,1 ქულით. მეორე ადგილზეა ტაივანი — 84,7 ქულით, ხოლო მესამზე — არაბეთის გაერთიანებული საამიროები — 84,5 ქულით.
რაც შეეხება საქართველოს, აღნიშნულ რეიტინგში ჩვენმა ქვეყანამ მეოთხე პოზიცია დაიკავა. მას მოსდევს: ომანი, ჰონკონგი, სლოვენია, კუნძული მენი, შვეიცარია და იაპონია.
ტურიზმისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებად დასახელდა: ვენესუელა, პაპუა–ახალი გვინეა, სამხრეთ აფრიკა, ავღანეთი, ჰონდურასი, ტრინიდადი და ტობაგო, ბრაზილია, გაიანა, ელ–სალვადორი და სირია.

1/10
© photo : Shashi Ghosh / Unsplash
ტურიზმისათვის უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგის ლიდერი კატარი გახდა

2/10
© photo : Joel Fulgencio / Unsplash
მეორე ადგილზე ტაივანი გავიდა

3/10
© photo : Ayko Neil Kehl / Unsplash
ლიდერების სამეულს არაბეთის გაერთიანებული საამიროები ასრულებს. ფოტოზე: შადრევანში მხტომი ადამიანის სკულპტურა დუბაიში

მათ მოჰყვება საქართველო. ფოტოზე: ტურისტი ფოტოს უღებს თბილისს სმარტფონით

5/10
© photo : Oriol Piqueras Gil / Unsplash
შემდეგ მოდის ომანი. ფოტოზე: ომანის უდაბნოს ხედი

6/10
© photo : Tsaiwen Hsu / Unsplash
უსაფრთხო ქვეყნების ათეულში შევიდა ჰონკონგიც

7/10
© photo : Lucas Miguel / Unsplash
ტურისტებს მოგზაურობას ურჩევენ სლოვენიაშიც

კუნძული მენი – ბრიტანეთის სამეფოს სამფლობელო რეიტინგის მერვე ადგილზეა

9/10
© photo : Road Trip with Raj / Unsplash
გასაკვირი არ არის, რომ რეიტინგში მოხვდა შვეიცარია, თუმცა ის მხოლოდ მეცხრეა

10/10
© photo : Andre Benz / Unsplash
ტოპ–10–ის ბოლო ადგილზე კი იაპონიის პრეფექტურა კიოტო განთავსდა