11:05 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1385)
324 0 0

ტურისტების ჯგუფს, ასევე გიდსა და მძღოლს ყოველდღე უნდა ჩაუტარდეს თერმოსკრინინგი, მიღებული მონაცემები უნდა ჩაიწეროს სპეციალურ ჟურნალში

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდისათვის შეიმუშავა რეკომენდაციები ტურისტული კომპანიებისთვის, ყველა სახის ტურების ორგანიზატორების, გიდებისა და მძღოლებისთვის.

დოკუმენტის მიხედვით, ტურისტების ჯგუფს, ასევე გიდსა და მძღოლს ყოველდღე უნდა ჩაუტარდეს თერმოსკრინინგი, მიღებული მონაცემები უნდა ჩაიწეროს სპეციალურ ჟურნალში.

გარდა ამისა, ჯგუფი გიდისა და მძღოლის ჩათვლით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეებში საჭიროა პირბადე, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ხელთათმანები, ფარები ან სათვალეები.

გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად:

  • ავტომობილი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხელების სადეზინფექციო ხსნარით, რომელშიც სპირტის შემცველობაა სულ მცირე 60-70%
  • მძღოლის კაბინაში უნდა დამონტაჟდეს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი, რომელიც მას მგზავრებისგან ყოფს;
  • სატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება ყოველი მგზავრობის შემდეგ უნდა ჩატარდეს;
  • ავტომობილის წმენდის დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზურგეებსა და სამკლავეებს, სალონი რეგულარულად უნდა განიავდეს, ფანჯრები უნდა იყოს ღია;
  • ტურის დროს მძღოლს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი, რომელსაც დამსაქმებელი უზრუნველყოფს.

რაც შეეხება გიდის მოვალეობებს, ტურისტებთან შეხვედრისას მას უნდა ეკეთოს პირბადე, ექსკურსიის დროს სტუმრებთან უნდა იცავდეს დისტანციას და თან იქონიოს პირადი თერმომეტრი. თერმოსკრინინგი ტარდება ყოველ დღე ტურის დაწყებამდე.

თუ ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, ყელის სიმშრალე, ცხელება, სახსრების ტკივილი და ა.შ. ხელმძღვანელობამ შესაბამისი პროტოკოლი უნდა დაიცვას.

ტურისტებისთვის აუდიოაპარატურის გამოყენებისას გიდმა ან ტურის ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს ერთჯერადი ყურსასმენები.

საქართველოში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნა. 1 აგვისტოდან ხელისუფლება საერთაშორისო სტუმრების მიღებას აპირებს. ევროკავშირმა შეიყვანა საქართველო იმ 15 ქვეყნის სიაში, რომელთათვისაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდებულია საზღვრების გახსნა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1385)

მთავარი თემები