ტურისტების ჩამოსვლა კვლავ შეიძლება გადაიდოს?

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ქალაქის ისტორიულ ნაეილში
ტურისტები ქალაქის ისტორიულ ნაეილში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დაასახელა ის მიზეზები, რომელთა გამოც ხელისუფლება არ ჩქარობს რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებას

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ტურისტების მოსალოდნელი რაოდენობა, რომლებიც შეიძლება ჩამოვიდნენ საქართველოში წლის ბოლომდე, არის ძალიან მცირე, ხოლო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით რისკი საკმაოდ მაღალია, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ბრიფინგზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა ევროკავშირის არაწევრი 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, რომელთათვის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის. საქართველო თავის ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან ხსნის მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, საქართველოს მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.

შვეიცარიის დროშა - Sputnik საქართველო
თუ შვეიცარიაში მოგზაურობა გსურთ: 20 ივლისიდან საზღვარი „ღიაა“

„მაგალითს მოგიყვანთ. ჩვენ სავარაუდოდ 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს, 50 000 რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, უბრალოდ განცდისთვის გეუბნებით, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ეკონომიკისთვის. მათი ერთი პროცენტიც რომ ინფიცირებული იყოს, საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება, გამოიწვიოს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო საერთოდ არცერთ ქვეყანასთან არ გახსნის მიმოსვლას. ეს ნიშნავს იმას, რომ საზღვრების გახსნისას ფრთხილი ნაბიჯები გადაიდგმება, დადგინდება უსაფრთხოების ისეთი წესები, რომელთა დაცვით შესაძლებელი გახდება ეპიდაფეთქების თავიდან აცილება და ამავე დროს მიმოსვლის ხელშეწყობა. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ეს არის ადეკვატური მიდგომა და შემდგომი ერთი-ორი თვის განმავლობაში ეს მიდგომა შენარჩუნდება.

მინისტრის თვალსაზრისით, იმის მიხედვით, მომავალში ზოგადი სიტუაცია როგორ განვითარდება მსოფლიოში, საქართველო გაცილებით უფრო გახსნილი შეიძლება გახდეს და ნაკლები სიფრთხილით მოეკიდოს ამ საკითხს.

მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნებთან

საქართველო ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან საზღვრების ორმხრივი გახსნის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, განაცხადა ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებების მიღების ტემპი ეპიდსიტუაციის შესაბამისი უნდა იყოს.

გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო
გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის

შედარებისთვის დიპლომატმა მოიყვანა გერმანიის, უნგრეთის და ბალტიის ქვეყნების მაგალითი, რომლებმაც უკვე განაცხადეს თავისი საზღვრების გახსნის შესახებ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. მისი თქმით, იმ ქვეყნებთან, რომლებმაც საქართველოსთვის საზღვრების გახსნის მზადყოფნა გამოთქვეს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ხოლო საქართველოს გადაწყვეტილება საზღვრის კვეთის წესებთან დაკავშირებით ამ ქვეყნებთან ორმხრივად იქნება შეთანხმებული.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ავსტრია ჯერ არ ხსნის საზღვარს ევროკავშირის მიერ რეკომენდებულ სიაში შემავალი 15 ქვეყნისთვის. მისი თქმით, შვედეთი, დანია და ბულგარეთი ჯერ ფიქრობენ გადაწყვეტილებაზე.

ესპანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის >>

გარდა ამისა, ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველო ელოდება რამდენიმე ქვეყნიდან ინფორმაციას იმის შესახებ, როგორი რეჟიმი იმოქმედებს საქართველოს მიმართ. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება მიიღებს მათ მიმართ, სარკისებური იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0