14:48 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (284)
103 0 0

გამრიცხველიანების გარდა, ბახმაროში იგეგმება ცენტრალური სკვერის მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. გურიის დაბა ბახმაროში ტურისტული სეზონის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „გურიის მხარე“ წერს.

კერძოდ, დაბაში ელექტრომომარაგების 0,4 კილოვოლტიანი ძაბვის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამრიცხველიანების სამუშაოების დასრულების შემდეგ 2 ათას კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 3 მლნ ლარამდე შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოები პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„ბახმარო არის მარგალიტი კურორტებს შორის, თუმცა წლების განმავლობაში სამწუხაროდ დაგროვდა პრობლემებიც. ეხლა საუკუნის პრობლემა გვარდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ ბახმაროს მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად ექნება მაღალი ხარისხის ელექტროენერგია და წყალი. შედგენილი გენგეგმის მიხედვით მოხდება ბახმაროს განვითარება, რათა არ დაიკარგოს ის სილამაზე და უნიკალური ბუნება, რომელიც აქ არის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტენსიურად მიმდინარეობს კურორტის დასუფთავებაც. პროცესში ჩართულები არიან მერიის სხვადასხვა სამსახურები. ასევე, იგეგმება ცენტრალური სკვერის მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

აღნიშნულ სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით. ბახმაროს კურორტზე სეზონი ივნისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება.

 

თემები:
ტურიზმი საქართველოში (284)

მთავარი თემები