20:48 25 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (190)
94 0 0

განიხილება ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი საქართველოსთან, როგორც ერთ-ერთ მიმართულებასთან, რომელზეც ძალიან მაღალი მოთხოვნა არსებობს

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. შემოდგომიდან რუსეთმა შესაძლოა აღადგინოს ავიამიმოსვლა საქართველოსა და ეგვიპტესთან, ნათქვამია რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვებგვერდზე.

მოსკოვმა 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, ხოლო რუსმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეწყვიტეს. ამის მიზეზი გახდა 2019 წლის 20 ივნისს დაწყებული პროტესტის ტალღა, როდესაც ქვეყნის პარლამენტში, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე რუსეთის სათათბიროს დეპუტატი, კომპარტიის წევრი სერგეი გავრილოვი გამოჩნდა. იმ დღეს ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

„რუსეთის ავიაგადამზიდავების ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფი აღდგენის მიზნით განიხილება შემოდგომიდან საქართველოსა და ეგვიპტეს მიმართულებით რეისების განახლების შესაძლებლობა. ეს ორი 12 თვიანი მიმართულებაა, რომლებზეც მოთხოვნა ძალიან მაღალია. მათი ამოქმედება ავიაკომპანიებს დაბალ სეზონზეც კი გარანტირებული მგზავრთნაკადის მიღების შესაძლებლობას მისცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განიხილავენ უცხოური რეისების აღდგენის ფორმატებს. ამ საკითხზე შაბათს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება საერთაშორისო რეისების გახსნის სავარაუდო თარიღის შესახებ - 15 ივლისი. „როსავიაცია“ უახლოეს პერიოდში აპირებს მიაწოდოს „როსპოტრებნადზორს“ თავისი წინადადებები მითითებული თარიღიდან რუსეთიდან 15 ქვეყანაში ფრენების განახლების თაობაზე.

უცხოური მიმართულებების ჩამონათვალს, რომლებთანაც შეიძლება აღდგეს ავიამიმოსვლა, „როსავიაცია“ განსაზღვრავს „როსპოტრებნადზორთან“ ერთად. ბიზნეს-ავიაციისთვის იგეგმება ფრენების გახსნა „თითქმის ყველა ქვეყნის მიმართულებით“.

15 ივლისიდან გაიხსნება ავიამიმოსვლა დსთ-ის რვა ქვეყნის დედაქალაქის მიმართულებით. შემდეგ, 1 აგვისტოდან აღდგება ავიამიმოსვლა მსოფლიოს კიდევ შვიდ ქვეყანასთან (ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებთან).

საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო. 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა უცხოელი მოგზაურების მიღებას დაიწყებს.

რა უნდა იცოდნენ თვითმფრინავის მგზავრებმა - წესებისა და შეზღუდვების სრული სია >>

ჩამოსულებისთვის ამოქმედდება უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლი და მთელი ტურისტული სფეროსთვის ახალი წესების უზარმაზარი რაოდენობაა შემუშავებული. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც დაინფიცირებისგან უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (190)

მთავარი თემები