Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ცერცვაძე: ავიამიმოსვლის გახსნა დიდი გამოცდა იქნება

© Facebook / Giorgi Gakhariaთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აუცილებლობის შემთხვევაში ქართველი ექიმები და კლინიკები მზად არიან მიიღონ და წარმატებით უმკურნალონ იმაზე მეტ პაციენტს, ვიდრე პანდემიის პირველ ეტაპზე იყო, აცხადებს ცერცვაძე

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ქვეყანაში ჩამოსული ტურისტის კარანტინში ორი კვირით გაჩერება გონივრული არ იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში ის საერთოდ არ ჩამოვა საქართველოში, ამიტომაც სახელმწიფო რეგულაციების „ოქროს სტანდარტს“ ეძებს, მიაჩნია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს.

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გახსნას, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო მოგზაურებს გაუხსნის.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პირი გამოჯანმრთელდა

ექიმმა კორონავირუსის გავრცელების რისკის სამ ეტაპი გამოყო: 1. საგანგებო ზომების და შეზღუდვების მოხსნა; 2. შიდა ტურიზმის გახსნა და გათავისუფლება; 3. ყველაზე სახიფათო და სარისკო არის საერთაშორისო ტურიზმის გახსნა.

„პირველი, რისიც გვეშინოდა - შეზღუდვების მოხსნის - ეს გადავიტანეთ უმტკივნეულოდ, არავითარი გართულებები არ მოჰყოლია. შიდა ტურიზმს რა შედეგი მოჰყვება, მაქვს დიდი იმედი, რომ ისევ დარჩება ეს სტაბილური და მშვიდი სიტუაცია. როცა დაიწყებს საერთაშორისო მიმოსვლა, ეს იქნება დიდი გამოცდა ყველა ქვეყნისთვის“, – განაცხადა ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ქართველი მედიკოსები და საავადმყოფოები მზად არიან მიიღონ და წარმატებით უმკურნალონ იმაზე მეტ პაციენტს, ვიდრე პანდემიის პირველ ეტაპზე ჰყავდა ქვეყანას.

ხოლო რისკების შესამცირებლად მოგზაურებს უნდა განემარტოს ის უნივერსალური ზომები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ.

იქნება თუ არა მეორე ტალღა

ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში ვერავინ ვერ იტყვის ზუსტად, როდის დაიწყება და იქნება თუ არა საერთოდ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა.

თბილისის ერთ-ერთ ჰიპერმარკეტთან - Sputnik საქართველო
კორონავირუსის მეორე ტალღა – როგორ მოვემზადოთ

„ყველაფერი ეს ვარაუდებია და ეს ვარაუდები აგებულია იმაზე, თუ როგორ იქცევიან სხვა რესპირაციული ინფექციები, მაგალითად გრიპი და სხვა. ველოდებით ოქტომბერ-ნოემბრიდან, დამოკიდებულია იმაზე, რა ბუნება აქვს კორონავირუსს. მას აქვს ისეთივე ბუნება როგორც გრიპის ვირუსს, რომელიც ცივ პერიოდებში აქტივირდება, ხოლო ცხელ პერიოდებში მისი აქტივობა იკლებს. თუ კორონავირუსს არ აქვს ასეთი სეზონური ბუნება, შეიძლება, არც იქნეს მეორე ტალღა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ვარაუდობს, კორონავირუსს გააჩნია სეზონური ხასიათი, მაგრამ ის ისე მკაფიოდ გამოხატული არ არის, როგორც გრიპი. ამიტომ ცერცვაძე დარწმუნებულია, რომ მეორე ტალღა პირველზე ნაკლებად ძლიერი იქნება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 6 მაისისთვის საშიში ვირუსი 809 ადამიანს დაუდგინდა, ამ დროისათვის 674 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 - გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0