05:40 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (260)
92 0 0

ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს გაურკვეველი ვადით, შესაძლოა ეს იყოს რამდენიმე თვე ან წელი, განაცხადა გახარიამ.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს პანდემიის პირობებში ცხოვრება მოუწევს და მან ამ მიმართულებით თავისი უპირატესობები უნდა გამოიყენოს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას განაცხადა.

15 ივლისიდან საქართველო ხსნის ადგილობრივ ტურიზმს, ხოლო 1 ივლისიდან უკვე საერთაშორისო ტურიზმი იხსნება. სავარაუდოდ, პირველი ქვეყანა, საიდანაც წელს ტურისტები ჩამოვლენ, ისრაელი იქნება.

„ერთ რამეს უნდა შევეგუოთ, რომ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს გაურკვეველი ვადით, შესაძლოა ეს იყოს რამდენიმე თვე ან წელი. ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ და უნდა გვესმოდეს, რომ უნდა გაძლიერდეს ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორც ტურისტული ქვეყნის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ტურისტული სექტორი არ უნდა ელოდოს ტურისტების მოზღვავებას, როგორც ეს გასულ წელს იყო.

„უნდა შევეგუოთ, რომ იმ რაოდენობის ტურისტს, როგორც შარშან, წელს ვერ მივიღებთ, მაგრამ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორებიცაა ჩვენი ისტორია, 8000 წლიანი მეღვინეობის ისტორია, ჩვენი ისტორიული ძეგლები, სამზარეულო, კულტურა, სტუმარმასპინძლობა, უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება და მართავს ვირუსის რისკებს და შეუძლია როგორც სწრაფი გამოვლენა, ასევე მკურნალობა“, - განაცხადა გახარიამ.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ საქართველო ეკონომიკის ამოქმედებისას ძალიან ფრთხილი უნდა იყოს.

„ერთბაშად ვერანაირი სწრაფი მოხსნები ვერ იქნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ და რისკის ქვეშ საერთოდ საქართველოს, როგორც „კოვიდთან“ ეფექტურად მებრძოლი და „კოვიდის“ რისკების ეფექტურად მმართველი ქვეყნის რეპუტაცია. ამის გარეშე ვერანაირი ტურიზმი ვერ იქნება და ვერანაირი სტუმარი ვერ ჩამოვა“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველო – ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანა: ელჩებმა ახალი დავალება მიიღეს >>

საქართველოში დაავადებულთა რაოდენობა ყველაზე ნაკლებია ევროპაში. ექსპერტების თვალსაზრისით, ეს მიღწეულია დროულად შემოღებული შეზღუდვების და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამო. ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა და 19 მაისისთვის 702-ს შეადგენს. აქედან 456 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი.

 

თემები:
ტურიზმი საქართველოში (260)

მთავარი თემები